ფრონტისპისის გრავიურის მხატვარია XVIII საუკუნის ცნობილი ფრანგი ილუსტრატორი (მხატვარი და გრავიორი) ჟან-მიშელ მორო.
ღია ყავისფერი ტყავის ყდა; თავფურცელზე გერბული ბეჭედი რუსეთის იმპერიის სიმბოლიკით - ორთავიანი არწივის გამოსახულებითა და ინიციალებით "И.Н.С.Д."; წინა ფორზაცზე იხ. კადეტთა კორპუსის ბიბლიოთეკის ბეჭედი; ყდის წინა ფრთის ფორზაცზე დაკრულია იარლიყი წარწერით: "Фундаментальная Библиотека Спб 1-й Военной Гимназiи"; წიგნის ფურცელთა შემონაჭერი დაფერილია. E 17.322/3 09