The Body Shop Georgia და Forbes Woman Georgia #ნუდამიწესებ" კამპანიის ფარგლებში გთავაზობთ ახალ პროექტს, რომელიც გაგაცნობთ სხვადასხვა ასაკის გოგოების ისტორიებს. მოგიყვებათ, როგორ მიიღეს და შეიყვარეს მათ თავიანთი თავი და სხეული, როგორ დაამარცხეს კომპლექსები, აღიარეს და მოიწონეს ინდივიდუალურობა, გაარღვიეს საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები და იპოვეს ჰარმონია საკუთარ თავთან.