იტალიის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, შალვა ბერიძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი".
ეგზემპლარის თავფურცელზე დაწებებული ბარათებისა და იტალიურ ენაზე ხელნაწერით ჩასწორებული ტექსტის მიხედვით, წიგნი შალვა ბერიძისა და მისი ოჯახის საკუთრება უნდა ყოფილიყო.
თავფურცლის მეორე მხარეს დაკრულია ვ. იოჰანსენის მიერ დახატული შოთა რუსთაველის პორტრეტის შავ-თეთრი ფოტოასლი.